
ლავრენტი ალანია
პროფკავშირული მოღვაწეობა დაიწყო 2005 წელს დაინიშნა პროფესიული კავშირების გაერთიანების პროფმომსახურეობის სამმართველოს უფროსად. არის შპს "პროფკავშირების კადრების მომზადებისა და გადამზადების ცენტრი"-ს დირექტორი. 2006-2010-2014-2018 წელს აირჩიეს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტად. 2017-2021 წელს აირჩიეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავჯდომარის მოადგილედ. ხელმძღვანელობს:
გაერთიანების სამეურნეო საქმიანობას;
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მუშაობას;
დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით აქციებისა და მანიფესტაციების ორგანიზებას;
პროფკავშირებში ახალგაზრდების მოზიდვისა და დამკვიდრების საკითხებს.
2025 წელს აირჩიეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალური მდივნის მოადგილედ.
