ბაქოში აზერბაიჯანის პროფკავშირების
კონფედერაციის ორგანიზებითა და შსო-ს მშრომელთა აქტივობის ბიუროსთან, პან-ევროპულ რეგიონალურ
საბჭოსთან და ITUC-თან თანამშრომლობით, მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია
თემაზე „კლიმატის ცვლილება და სამართლიანი გადასვლა: პროფკავშირების როლი და
მოქმედებები“.
კონფერენციაში, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დელეგაციის შემადგენლობაში, მონაწილეობას იღეს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ლავრენტი ალანია.
ლავრენტი ალანიამ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანისა და მოლდავეთის ტრანსპორტის პროფკავშირის ხელმძღვანელებთან.



