-

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი

ჩვენი მიზანია ტრანსპორტის, გზების მუშაკთა შრომითი უფლებების დაცვა, ღირსეული შრომითი გარემოს შექმნა, დასაქმებულების მათი უფლებების ცოდნის ამაღლება მთელი საქართველოს მასშტაბით.

 
 

შემოგვიერთდით

ციტატები

ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახავ, ვერ ირწმუნებ, და ზოგი – იმისთანა, თუ არ ირწმუნებ, ვერ დაინახავ.. ილია ჭავჭავაძე
მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი. ზურაბ ჟვანია

პრეზიდენტი

ლავრენტი ალანია

პროფკავშირული მოღვაწეობა დაიწყო 2005 წელს დაინიშნა პროფესიული კავშირების გაერთიანების პროფმომსახურეობის სამმართველოს უფროსად. არის შპს "პროფკავშირების კადრების მომზადებისა და გადამზადების ცენტრი"-ს დირექტორი. 2006-2010-2014-2018 წელს აირჩიეს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტად. 2017-2021 წელს აირჩიეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავჯდომარის მოადგილედ. ხელმძღვანელობს: გაერთიანების სამეურნეო საქმიანობას; ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მუშაობას; დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მიზნით აქციებისა და მანიფესტაციების ორგანიზებას; პროფკავშირებში ახალგაზრდების მოზიდვისა და დამკვიდრების საკითხებს.

-

შემოგვიერთი ტრანსპორტის და გზების პროფკავშირში და გახდი წევრი!

ჩვენი საქმიანობის სფერო

ვიცავთ წევრი მშრომელთა უფლებებს

ჩვენი მიზანია ტრანსპორტისა და გზების დასაქმებულთა პროფესიული, სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დაცვა და ცნობიერების ამაღლება.

მიზანი

პროფესიული, სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების და გარანტიების დაცვა. ცნობიერების ამაღლება ტრანსპორტისა და გზების სექტორში.

უფლებები

შრომითი უფლებების დაცვის მიზნით ვმართავთ მანიფესტაციებს, ვუჭერთ მხარს გაფიცვებს და ვაგენერირებთ მხარდამჭერ აქტივობებს.

დამოუკიდებლობა

ჩვენ ვმოქმედებთ დამოუკიდებლად ხელისუფლებისგან, ადგილობრივი მმართველი ორგანოებისგან, დამსაქმებელთა გაერთიანებებისა და პოლიტიკური პარტიებისგან.

მხარდაჭერა

მხარს გვიჭერს საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანება და საერთაშორისო ორგანიზაციები: ILO, ITF.

მმართველობითი ორგანო

სტრუქტურა

ტრანსპორტისა და გზების პროფკავშირის უმაღლესი მმართველი ორგანოა საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, სადაც 4 (ოთხ) წელიწადში ერთხელ ხდება დარგის პრეზიდენტის არჩევა. ყრილობებს შორის პერიოდში დარგის მმართველი ორგანოა „გამგეობა“, რომლის შემადგენლობაში შედის შემავალი დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელი ან მისი დელეგირებული პირი. დარგის უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოა საკონტროლო-სარევიზიო კომისია. დარგი მოქმედებს წესდების და დებულების შესაბამისად.

ჩვენი წევრები

შემოუერთი ჩვენი წევრების რიცხვს და იქონიე ჩვენი იმედი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.

დაგვიკავშირდი მარტივად

შემოუერთდი ჩვენი წევრების რიცხვს და იქონიე ჩვენი იმედი ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.